Friday, 14 December 2018

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი:

  •  რა არის მეგობრობა?
  • რა თვისებებს ავლენენ ცხოველები?


თემატური:

  • როგორი მეგობრობა შეუძლიათ ძაღლებს?
  • როგორ ვუშველოთ მაწანწალა ძაღლებს?

შინაარსობრივი: 
  • როგორ ახერხებენ ძაღლები გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებას?
  • რა ფაქტები ადასტურებენ, იმას რომ ძაღლები ჭკვიანი არსებები არიან?

მერვე დღე

VIII დღე
1. თემატურ გეგმაში შევავსრთ დიფერენცირებული სწავლების ველები, ასევე გეგმაში შევავსეთ ბეჭვდითი მასალები, ინვენტარი მასალები, ინტერნეტ რესურსები და სხვა რესურსები.
2. გადვხედეთ თქვენს Drive-ზე პორტფოლიოში გვაქვთ თუ არა ყველა დოკუმენტი:
  • ბუკლეტის ჩექლისტი
  • ბუკლეტი
  • თემატური პრეზენტაცია (პედაგოგის პრეზენტაცია)
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩექლისტი
  • მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
  • შეფასებები: პრეზენტაციის რუბრიკა, კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა, ვიცი-მინდა ვიცოდე-ვისწავლე ცხრილი.
  • ფასილიტაციის მასალები: (პრეზენტაცია, სხვა)
  • თემატური გეგმა (პროექტის გეგმა).
  • სხვა მასალები (სურათები და ა.შ)
3. აღნიშნული ნამუშევრების შესაფასებლად ვიყენებთ პორტფოლიოს რუბრიკა.

Monday, 10 December 2018

მეშვიდე დღე

1. ჩექლისტის მეშვეობით შექმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი (პრეზენტაცია)
2. ჩემს ბლოგზე რესურსებში, შეფასებებში გავხსენით და ჩამოტვირთეთ კოლაბორაციული შეფასების რუბრიკა და პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა, შევტანეთ ცვლილებები აღნიშნულ დოკუმენტებში (შეცვალეთ კრიტერიუმები თქვენი პროექტის შესაბამისად) და ავტვირთეთ დოკუმენტები ჩვენს დრაივზე პორთფოლიოში შეფასებების საქაღალდეში.

Sunday, 9 December 2018

მეექვსე დღე

ტრენინგის მეექვსე დღე დავიწყეთ საშინაო დავალების განხილვით, ჩავასწორეთ და შევიტანეთ ცვლილებები სლაიდ შოუ-ში.link list-ის საშუალებით დავამატეთ მონაწილეთა ბლოგები და გაუკეთეთ კომენტარი მათ სტატიებს. შევადგინეთ nev page-ზე ახალი გვერდი ჩემ შესახებ.შევამოწმეთ და ვისწავლეთ,  როგორ უნდა შევამოწმოთ საიტების სანდოობა. მოვიძიეთ ვიდეო თემასთან დაკავშირებით და ჩავსვით new pag-ზე ფოტო ვიდეო.

Saturday, 8 December 2018

5 დღე

ტრენინგის მეხუთე დღეს დავამუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, .,ვიმუშავეთ  შეფასების სტრატეგიებზე,  დავწერეთ პრეზენტაციისთვის ჩეკლისტი, სადაც ჩამოვწერეთ ის საკითხები, რომლის საშუალებითაც შევადგინეთ სლაიდ შოუ. სლაიდ შოუ ავაწყეთ და გავაფორმეთ.

Friday, 7 December 2018

4 დღე

რეფლექსია-4
ტრენინგის მეოთხე დღე კიდევ უფრო საინტერესო იყო. შევქმენით ბუკლეტი სადაც ჩავსვით ფოტო მასალა თემასთან დაკავშირებით, დავასათაურეთ და ავტვირთეთ. გავეცანით შინაარსობრივ, თემატურ და ზოგად კითხვებს.

Monday, 3 December 2018

3 დღე

ტრენინგის მესამე დღეს გავეცანით პროექტის გეგმას, შევქმენით პორტფოლიო დრაივში. შევარჩიეთ კითხვები, რომელიც დაგვეხმარა ბუკლეტის შექმნაში. power point-ში ვნახეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები(ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი)გეგმაში შევიტანეთ 21 საუკუნის უნარ-ჩვევები.

Sunday, 2 December 2018

დღე მეორე

                                                        რეფლექსია                                                                                                                                                                                                                                                                         ინტელის ტრენინგის მეორე დღე კიდევ უფრო საინტერესოდ დაიწყო. განვიხილეთ საშინაო დავალება, მივიღეთ რჩევები და  მარტივად  გადავედით პროექტის მიზნისა და შედეგების გაცნობაზე.   შევქმენით ბლოკი, ვიმუშავეთ მის დიზაინზე, შევქმენით სტატიები.

დღე პირველი რეფლექსია


                                                                რეფლექსია


               ა/წ 1დეკემბერს დაიწყო ,,ინტელის'' ტრენინგი, რომელსაც გვიტარებს ტრენერი გიორგი არავიაშვილი. პირველი დღე საინტერესოდ დაიწყო. გავეცანი სახელმძღვანელოს ძირითად მიზნებს და სტრუქტურას. ინტელის ახალი ხედვის დახმარებით გავიგე პროექტის შაბლონი, თუ როგორ უნდა ვიმუშაო, დავგეგმო და განვავითარო.იმედი მაქვს  შემდეგი დღეები უფრო საინტერესო და სახალისო იქნება.